logo
ENG



ახალი თაობა vs. რეჟიმი - დროება

12 მარ 202320:24
3 წუთის საკითხავი
 

სისტემა უნდა დაინგრეს! - ფრაზა რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო. იდეა, რომელსაც ვუმღერეთ კიდეც, იდეა რომელიც სისრულეში ჯერ ვერ მოვიყვანეთ, თუმცა... თუმცა სისტემა პირველად შეინჯღრა და ის შეანჯღრია თაობამ, რომელსაც შესაძლოა არც კი ჰქონდა მოსმენილი ეს ფრაზა. ახალი თაობის დემონსტრანტებმა გასაოცარი სითამამე, გამბედაობა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს - თვითორგანიზებისა და მომზადების დონე აჩვენეს. თავის მხრივ, შვიდი და რვა მარტის ღამის საპოლიციო ოპერაციები, სამწუხაროდ ისევ გამოირჩა გადაცდომებით და რიგ შემთხვევაში დანაშაულებითაც. გინება, ცემა, ძალის გადამეტება, წესებიდან გადახვევა, - ის რაც სისტემას კარგად აქვს დაცდილი და გამოცდილიც. თუმცა დემონსტრანტების მხრიდან ვიხილეთ რაღაც ახალი - წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ორდღიანმა ჯანჯღარმა კი სისტემა იძულებული გახადა უკან დაეხია. დროების სიუჟეტი იმაზე თუ როგორ დაამარცხა სისტემა ჯენზიმ.


close დახურვა