logo
ENG



ბაგებში სროლის საქმეზე დაკავებული მეორე პირი მამუკა გურჩიანია

05 ივნ 202012:11
3 წუთის საკითხავი
 

ბაგებში მომდარი სროლის საქმე გახსნილია. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორი პირია დაკავებული - მერაბ ხიდაშელი და მამუკა გურჩიანი. ჯერჯერობით, არ არის გარკვეული რა მიზნით იმყოფებოდნენ ისინი ბაგებში. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, ბაგებში მომხდარი დაპირისპირება შეეხებოდა კომპანია „არტ ჰაუსს“ თბილისის წილების გადანაწილებას.

როგორც მერაბ ხიდაშელის ადვოკატი დავით კორკოტაშვილი ამბობს, ხიდაშელი კომპანიის 20%-ს ფლობს და მას ჰქონდა ერთ-ერთ პირთან, გიორგი წიკლაურთან დავა. სწორედ წიკლაური იყო შეხვედრის ინიციატორი ბაგებში, სადაც სადავო წილებზე საკითხი უნდა გარკვეულიყო.

გავრცელებული ინფორმაციით, წიკლაური კომპანიაში 5%-იან წილს ფლობდა, მაგრამ როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაუფლება უკანონოდ მოხდა და წიკლაურის მისი გამოყენების საშუალება არ ეძლეოდა. ადვოკატის თქმით, მას შემდეგ, რაც წიკლაური ტერიტორიაზე მივიდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გაიგონა გასროლის ხმა და ტერიტორია დატოვა. გამოძიება კი საპირისპიროს ამტკიცებს და ხიდაშელს ძალადობაში სდებს ბრალს.

„რამდენ წილს ფლობდი, ვის რამდენი წილი ჰქონდა - ეს შეკითხვა იყო დასმული და მეტი არაფერი. წიკლაურთან ერთი შეკითხვა იყო დასმული. ამ ორგანიზაციის 5%-იან წილზე იყო დავა, რომელიც წიკლაურს უნდოდა. წიკლაური ამ ორგანიზაციაში, ამ კაფეში იყო მიმიტანი, ასე ვიცი. მისთვის არავის შეუთავაზებია 5%-იანი წილის შესყიდვა და აქედან იყო ეს დავა, რომ უკანონოდ ჰქონდა ეს წილი. გურჩიანის შესახებ გავიგე, მაგრამ ვინ არის წარმოდგენა არ მაქვს. საერთოდ მერაბი იცნობს თუ არა, ეგეც არ ვიცი“, - განაცხადა კორკოტაშვილმა.

კიდევ ერთ დაკავებულს, მამუკა გურჩიანს, გაცილებით მძიმე ბრალდება აქვს - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. სწორედ გურჩიანის საცხოვრებელი ბინიდან იქნა ამოღებული დანა და ცეცხსასროლი იარაღი, რომლითაც გავრცელებული ინფორმაციით, დაიჭრნენ პაპავა და წიკლაური. გურჩიანის ადვოკატი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

დაკავებულებს ბრალი, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში ოფიციალურად წარედგინებად. 

 

შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს, სროლა იყო ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის შედეგადაც 2 ადამიანი დაშვადა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ბაგებში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ბიზნესმენი მერაბ ხიდაშელი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირება სწორედ ბიზნესის დანაწილებას უკავშირდება.  

ცნობილია დაშავებულთა ვინაობაც - ირაკლი პაპავა და გიორგი წიკლაური. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია. ისინი ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობენ. დაშავებულებიდან ერთ-ერთს ჭრილობა  წვივის, მეორეს კი ბარძაყის არეში აქვს მიყენებული.

 

 


close დახურვა