logo
ENG



ბათუმში ნანგრევებიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი ბავშვი ამოიყვანეს

09 ოქტ 202107:51
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/09/i6riwvlu675vpps.jpg

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. ფორმულას ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური უდასტურებს.

ამ დრომდე შენობიდან ამოყვანილია 7 ადამიანი, აქედან ორი ცოცხალი და 5 გარდაცვლილი. 5 გარდაცვლილიდან 2 ბავშვია, ასევე ორი მამაკაცი.

მანამდე, ნანგრევებიდან ამოასვენეს ასაკოვანი ქალის ცხედარიც

ასევე, მაშველებმა ნანგრევებიდან ჯერ ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, კიდევ ერთი კაცის ამოყვანა მოხერხდა, ის ცოცხალია და კლინიკაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.

8 ოქტომბერს ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.  ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. გარდა ამისა, კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილი ბავშვიც გადაარჩინეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სავარაუდოდ, კორპუსის ნანგრევებში სულ 10 ადამიანი მოყვა.


close დახურვა