logo
ENG



ბაიდენი უკრაინის ლენდ-ლიზის კანონს ხელს 9 მაისს მოაწერს - ფსაკი

06 მაი 202221:58
3 წუთის საკითხავი
 

თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკი ამბობს, რომ ორშაბათს, 9 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის ლენდ-ლიზის კანონს ხელს მოაწერს.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მხარი დაუჭირა "უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტის" მიღებას.

ეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისცემს შესაძლებლობას უკრაინას უფრო სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და საჭირო მარაგები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას.

ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები.


close დახურვა