logo
ENG



ბასილაია: პრემიერი რომ აკეთებს კომენტარს, ნიშნავს იმას, რომ საქმეები პოლიტიზირებულია

01 ოქტ 202120:19
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ მას ამ დრომდე არ დაკავშირებიან, შესაბამისად, ის სააკაშვილის დაკავებას ჯერ ვერ ადასტურებს. 

ბასილაიას განცხადებით, ხელისუფლებამ დადგა ცირკი და რაც ხდება არაა სამართლებრივი პროცესი. ადვოკატის თქმით, ის რომ სააკაშვილის დაკავების თაობაზე ბრიფინგი პრემიერმინისტრმა გამართა, საქმის პოლიტიზირებაზე მიუთითებს. 

"ხელისუფლება მთელი დღის განმავლობაში დგამს ცირკს. ეს არ არის სამართლებრივი პროცედურა, ეს მასკარადია. საერთოდ პრემიერი, რომ მსგავს საკითხზე აკეთებს კომენტარს, ნიშნავს იმას, რომ მიშას საქმეები არის უაღრესად პოლიტიზირებული. ღარიბაშვილის ბრიფინგი - ეს იყო ერთგვარი მონა თავის ბატონს, ბიძინობის მილოცვა კი არა, აი მიშა დავიჭირეთო, ის მიულოცა. ეს იყო მთელი პათოსი.

რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, ისინი ვალდებულები იყვნენ დაკავებისთანავე, ადვოკატთან გამოსულიყვნენ კომუნიკაციაზე. რამდენიმე ადვოკატი იცავს და ამ დრომდე არც ერთთან არ დაკავშირებულან. ეს არ არის სამართლებრივი პროცედურა. დაკავების ფაქტს არ ვადასტურებ. ღარიბაშვილმა შეიძლება მობოდა კიდეც, რომ ბიძინას გული გაეხარებინა. ", - განაცხადა ბასილაიამ ფორმულას ეთერში. 

ცოტა ხნის წინ, პრემიერმინიისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. სად და რა ვითარებაში დააკავეს სააკაშვილი მას არ დაუკონკრეტებია. 

დღეს დილით, სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო-მიმართა და თქვა, რომ ბათუმში იმყოფება. მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდის ლიდერები ამბობდნენ, რომ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფება. თავის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ მას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს


close დახურვა