logo
ENG



ბაქრაძე:ხელისუფლების მცდელობა, რომ ყველაფერი სხვას დააბრალოს, იქნება წარუმატებელი

13 მაი 202014:33
3 წუთის საკითხავი
 

დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ამისთვის საჭიროა, შესრულდეს რვა მარტის შეთანხმება.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა განმარტა, დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ამიტომაც მმართველი ძალის ქმედებები აზიანებს როოგრც თავად „ქართულ ოცნებას“, ისე ქვეყანას.

„ძალიან ბევრი მანიპულირება და ტყუილი მოვისმინეთ ხელისუფლებისგან. ამ ყველაფერს უპირისპირდება არა მარტო ჩვენი, არამედ ელჩების განცხადებები, ამას უპირისპირდება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების განცხადებები, რომლებიც თავიდანვე ჩართულნი იყვნენ ამ პროცესებში და ამას უპირისპირდება ევროპარლამენტარების წერილები და განცხადებები - ყველამ ყველაფერი კარგად იცის და ხელისუფლების მცდელობა, რომ ბურთი გადაიტანოს სხვის მოედანზე და სხვას დააბრალოს, იქნება წარუმატებელი. ასე ოცნება ჩაეფლობა ჭაობში, რომელშიც თავისი თავი შეიყვანა, მაგრამ ასე დაზიანდება ქვეყანა - კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ფონზე კი ქვეყანას სასიცოცლოდ სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა, რომელსაც მოიტანს რვა მარტის შეთანხმების შესრულება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებიან რვა მარტის შეთანხმების შესრულების საკითხზე სამსჯელოდ.  ისინი აცხადებენ, რომ შეთანხმების ორივე პუნქტი უნდა შესრულდეს.

საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის: 
საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. 

მოგვიანებით, პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“ 
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.

ამაასთან, დღეს მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. 

 

ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.  

 


close დახურვა