logo
ENG



ბელგია უკრაინას საბრძოლო მასალებს გადასცემს

22 აპრ 202218:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/22/dvq7sgri9701l66.jpg

ბელგია უკრაინას საბრძოლო მასალებს გადასცემს. შესაბამისი გადაწყვეტა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მიიღეს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საუბარია FN Herstal-ის 5 000 ავტომატზე და 200 ტანკსაწინააღმდეგო იარაღზე. ასევე ბელგია უკრაინას გადასცემს 3 800 ტონა საწვავს და თავდაცვის საშუალებებს.

ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ საარტილერიო აღჭურვილობას უკრაინას საფრანგეთიც გადასცემს.

 

 


close დახურვა