logo
ENG



ბენიამინ ნეთანიაჰუ: ძლიერად ვუტევთ ჰამასს და ეს მხოლოდ დასაწყისია

13 ოქტ 202322:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/13/egnt69fkll7aa4l.jpg

"დღეს ყველამ იცის, რომ ჩვენ ვიბრძვით სამშობლოსთვის და ლომებივით ვიბრძვით", - ამ სიტყვებით მიმართა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხალხს. 

მისი თქმით, დღეს ესაუბრა მძევლად აყვანილთა და დაღუპულთა ოჯახებს. მისი თქმით, ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ ჰამასს და ეს მხოლოდ დაასაწყისია. 

"ჩვენ გავანადგურებთ ჰამასს და გავიმარჯვებთ, მაგრამ ამას დრო სჭირდება", - აღნიშნა მან. 

ცოტა ხნის წინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების მიზნით, ღაზაში ქვეითი ძალები და ტანკები შეიყვანეს და ლოკალური რეიდები დაიწყეს. მათივე ღაზის სექტორზე ჰამასის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშები მიაქვთ. 

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა