logo
ENG



ბლინკენი პალესტინის პრეზიდენტს მოუწოდებს, ისრაელზე თავდასხმა დაგმოს

08 ოქტ 202311:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/08/o3119a3i801863d.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს მოუწოდებს, ისრაელზე თავდასხმა დაგმოს.

ბლინკენის თქმით, ის ესაუბრა პალესტინის პრეზიდენტს და მოუწოდა მას, სიტუაციის დასტაბილურების მიზნით საჭირო ნაბიჯები გადადგას. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გუშინ, გამთენიისას გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა ისროლეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელი ამ "ომს მოიგებს". 

ბოლო ცნობებით, 350-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავებული ადამიანების რაოდენობა კი 1400-ს აჭარბებს. 


close დახურვა