"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია "ფორმულას" დაკვეთით მომზადებულ Edison Research-ის კვლევას ეხმაურება და ამბობს, რომ მისი თანაგუნდელი ელენე ხოშტარია ვაკის მაჟორიტარულ ოლქში აუცილებლად გაიმარჯვებს.
ბოკერიას თქმით, ის შედეგები, რომლებიც Edison Research-ის კვლევამ დადო, მმართველი გუნდისთვის ძალიან ცუდია.
როგორც ბოკერიამ გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა" განმარტა, "ევროპული საქართველოს" ინიციატივა, თბილისის ოლქებში მაჟორიტარული კანდიდატების შეჯერებასთან დაკავშირებით, კარგი გადაწყვეტილება იყო. გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, კვლევამ კიდევ ერთხელ დაადგინა ის ფაქტი, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელისუფლების ცვლილება სურს.
"ეს არის ძალიან ცუდი მონაცემი ნებისმიერი მმართველი გუნდისთვის, როცა ასეთი წინაპირობების ფონზე, ყველა მონაცემით კრიტიკულ მასას ამომრჩევლების სურს ხელისუფლების შეცვლა. საზოგადოების დაკვეთა სწორედ ის არის, რომ ერთ ხელში არ უნდა იყოს ძალაუფლება მოყრილი. პროცესი უნდა გაგრძელდეს.
ელენე ხოშტარია არის მომავლის ლიდერი საქართველოსთვის და მიხარია, რომ ამ ტიპის ფიგურაზე მოხდა შეჯერება ოპოზიციაში. მისი მონაცემი, ამ ვითარებაშიც კი, აშკარა გამარჯვების წინაპირობაა. მაგრამ სხვა მონაცემიც რომ ავიღოთ, სადაც ასეთი კარგი ციფრები კანდიდატს არ აქვს, ამ ვითარებაშიც კი, ერთი ერთზე "ქართული ოცნების" კანდიდატები 40%-საც კი ვერ სცდებიან. ეს არის გზა წარმატებისკენ. აქედან გამომდინარე, ეს მონაცემები გვიდასტურებს იმას, რომ "ევროპული საქართველოს" ინიციატივა, რომ მაჟორიტარების შეჯერება მომხდარიყო სწორი იყო. მგონია, რომ ზოგიერთ რეგიონშიც ღირს ასეთი გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა ბოკერიამ.
ამავე თემაზე:
2004-2012 წლებს დადებითად 76% აფასებს, 2012-დან დღემდე - 58% - Edison Research
როგორ აფასებენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს - Edison Research
გახარია, კალაძე, ივანიშვილი - როგორ აფასებენ "ოცნების" ლიდერებს - Edison Research
სამგორის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research
ისნის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research
მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research
ვაკის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research
ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research
გლდანის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research
Ბაქრაძე, ვაშაძე, გრ. ვაშაძე - ვინ სურთ ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად - Edison Research
56%-ის აზრით, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მომავალი უკეთესი იქნება - Edison Research
უმეტესობას პარლამენტის მმართველის როლში ახალი პარტიის(ების) ხილვა სურს - Edison Research
Რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას პოლიტიკური პარტიების მიმართ - Edison Research