logo
ENG



ბოჭორიშვილის კლინიკაში 61 ინფიცირებულია მოთავსებული - 13-ის მდგომარეობა საყურადღებოა

30 აპრ 202010:24
3 წუთის საკითხავი
 

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 61 პაციენტია მოთავსებული.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განცხადა, 13 პაციენტის მდგომაროება საყურადღებოა, ერთი კი, ინტენსიურ მკურნალობაზე რჩება.

75 პაციენტი მკურნალობს ბოქსირებულ სექტორში. აქედან 61-ია კოვიდ დადასტურებული, 10 მათგანი 18 წლამდე ასაკის მოზარდია,  13-ის მდგომარეობაა საყურადღებო, ერთი პაციენტი რჩება ინტენსიურ მკურნალობაზე, 3 პაციენტია გადმოყვანილი ახალი, დადასტურებული დიაგნოზით. სამივე პაციენტი არის ცნობილი კლასტერებიდან და მათი ოჯახის  წევრები მკურნალობენ ჩვენთან.  ამ ეტაპზე 6 პაცეინტია გამზადებული კვლევისთვის.  ახალი სამი პაციენტია, ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული პნევმონიის სურათი, თუმცა მიმდინარეობს დაკვირვება და მკურნალობა“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათიაგამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა