შეერთებულ შტატებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავარაუდოდ 11 დეკემბრიდან დაიწყება. ფარმაცევტულმა კომპანია "ფაიზერმა" და მისმა პარტნიორმა "ბიოენტექმა" ახალი პრეპარატის დაჩქარებული წესით დამტკიცებისთვის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას უკვე მიმართეს. პარალელურად, კიდევ ერთმა ვაქცინამ აჩვენა კარგი შედეგი. კვლევებით დადასტურდა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტში შექმნილი პრეპარატი კოვიდ 19-ისგან ადამიანებს 70 პროცენტით იცავს.
ბრიტანული ვაქცინა კოვიდისგან 70%-ით იცავს
23 ნოე 202020:55
3 წუთის საკითხავი