logo
ENG



ბრძოლა მწვანე თბილისისთვის - დროება

03 დეკ 202320:18
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მოქმედი მერის კალაძის წინამორბედმა ნარმანიამ, დაპირებისამებრ მილიონი ხე რომ დარგო რომ გახსოვთ? გახსოვთ რა, თქვენი თვალითაც ხომ ხედავთ მწვანეშია ჩაფლული თბილისი. ნარმანიას გამწვანებული ქალაქი როგორც ჩანს კალაძეს არ მოეწონა და გადამწვანება გადაწყვიტა - "გპირდებით, რომ ოთხი წლის შემდეგ, თბილისი ყველაზე მწვანე, ყველაზე მოწესრიგებული და ლამაზი ქალაქი იქნება ევროპაში" - თქვა თბილისის თვითმმართველობის თავმა ჯერ კიდევ 2021 წელს, არჩევნების წინ და იქვე მიაყოლა რომ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქალაქში ქაოსური განაშენიანებას დაასრულებდა, წერტილს დაუსვამდა რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე კორპუსების და სხვადასხვა შენობა-ნაგებობის აგებას. ნარმანიას მილიონ ხესთან ერთად ალბათ ყველა ფეხის ნაბიჯზე ხედავთ, რომ თბილისის ყველაზე მოწესრიგებული და მწვანე ქალაქია ევროპაში და ქაოსურ განაშენიანებასაც წერტილი დაესვა. ყველაზე კარგად ეს დიღმის ჭალებში და იპოდრომზეა შესამჩნევი. დროება დაუშრეტელი ენთუზიაზმის მქონე არამარტო ახალგაზრდა აქტივისტებთან ერთად მოგვითხრობს და გვანახებს სინამდვილეში რამდენად მძიმედ გვაქვს დედაქალაქში საქმე.


close დახურვა