logo
ENG



გაგოშიძე: გადახედეთ მსოფლიოს, რუსეთის გარდა ვერ იპოვით მუზეუმს, რომელსაც იურისტი მართავს

05 თებ 202214:46
3 წუთის საკითხავი
 

მეცნიერი იულონ გაგოშიძე ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებებს აფასებს. ფორმულას ეთერში მან განაცხადა, რომ ეროვნულ საგანძურთან არაპროფესიონალის მუშაობა, სახიფათოა.

მისივე თქმით, მინისტრის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს მუზეუმების ფონდში მეცნიერების დაშვება/არდაშვების საკითხი.

"კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ყველაზე უფრო უხერხული ხალხია ტოტალიტარული ქვეყნებისთვის, იმათი ხელისუფლებისთვის, ჩვენ სიმართლის ხალხი ვართ, სიმართლეს ვიცავთ და თავისუფლად ვაზროვნებთ.[...]

ხელისუფლება ეს უნდა შეიცვალოს, უნდა წავიდეს ეს ხელისუფლება. გადახედეთ მსოფლიოს, თუ სადმე იპოვით მუზეუმს, გარდა რუსეთისა, სადაც იურისტი მართავდეს მუზეუმს. აქ ჩვენთან კი, ხელოვნების მუზეუმშიც იურისტი დასვეს და ღია ცის ქვეშ მუზეუმში კი საერთოდ ბადრაგის უფროსი. არ შეიძლება ამის გაკეთება, დანაშაულია ქვეყნის წინაშე", - ამბობს გაგოშიძე.

მეცნიერის თქმით, ამ დროისთვის ხელოვნების მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს წევრად და ეროვნული მუზეუმის კონსულტანტად რჩება. ამავე დროს, კი სამეცნიერო მუშაობას აგრძელებს:

"გავაგრძელებ ამას, რაც არ უნდა იყოს, ხელფასიც რომ არ მქონდეს, მაინც ვიმუშავებ".

პირველ არხთან ინტერვიუში კულტურის მინისტრმა, რომელმაც მუზეუმიდან ათობით თანაშრომელი გაათავისუფლა, ხაზი გაუსვა, რომ სოფო გაგოშიძე იულონ გაგოშიძის შვილიშვილია, თავად იულონ გაგოშიძეს კი "საბჭოეთის მეცნიერი" უწოდა. იულონ გაგოშიძის შვილი, გიორგი გაგოშიძე კი რეორგანიზაციის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოდან გაათავისუფლეს. 


close დახურვა