logo
ENG



გამყრელიძე - რემდესივირთან დაკავშირებით დასკვნები ურთიერთგამომრიცხავია, თუმცა დამაიმედებელი

30 აპრ 202015:03
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრეპარატ რემდესივირთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის კორონავირუსის წინააღმდეგ მოქმედებასაც მეცნიერები სწავლობენ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პრეპარატზე რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი, თუმცა დამაიმედებლი კვლევის შედეგი დაიდო.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ აღნიშნული პრეპარატი მწარმოებელ კომპანიას უკვე შეუკვეთა.

რემდესივირი გახლავთ ერთ-ერთი პრეპარატი, რომელიც 2015 წელს „გილეადმა“ შექმნა. ეს კომპანია ანტივირუსული პრეპარატების წარმოებაში არის ერთ-ერთი წამყვანი. მათ მიერ შექმნილი ებოლას ეპიდემიის დროს ეს პრეაპარატი. არის რამოდენიმე ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები. თუმცა, დამაიმედებლი ამ პრეპარატთან დაკავშირებით. ბოლოს რაც ვნახეთ ფაუჩის გამოსვლა გუშინდელი, მან თქვა, რომ პრეპარატმა დაახლოებით 5-6 დღით შეამცირა ვირუსის განულების მაჩვენებელი ორგანიზმში. ამავე დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელიც შეამცირა. თუმცა ბევრი კვლევა მიდის ამ პრეპარატთან დაკავშირებით. საქართველოს ეს პრეპარატი უკვე შეკვეთილი აქვს გილეადთან და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყანას ექნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათიაგამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა