logo
ENG



გამყრელიძის თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ფაიზერით აცრის რიგში 9 000 ადამიანია

26 მარ 202115:39
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/26/ixcyuhh7n65b3ff.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ფაიზერით აცრის რიგში 9000 ადამიანია. 

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ვაქცინაციაზე დარეგისტრირებულია 11 000 ადამიანი, აქედან 9000 ფაიზერს ელოდება, 2 000 კი ასტრაზენეკას

"9 ათასი დღეს არის დაჯავშნილი, გვრჩება დაახლოებით 5000-მდე რეზერვი. შეძლება ვინმემ უარი თქვას და ამის მიხედვით გამოცხადდება ჯავშანი პორტალზე. ეს 2-კვირიან ჯავშანზეა საუბარი", - ამბობს გამყრელიძე. 

ბოლო 24 საათში საქართველოში 129 ადამიანი აიცრა, ჯამში 4 281 ადამიანია აცრილი. 

საქართველოში ფაიზერის ვაქცინის 29 250 დოზა შემოვიდა. ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში ხელმისაწვდომია ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინები. ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მედპერსონალსა და 65 წელს ზევით ადამიანებს აქვთ - მათ შეუძლიათ ვაქცინა აირჩიონ.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში ასტრაზენეკას 43 200 დოზაა შემოსული. მთავრობის ცნობით, ასტრაზენეკას დამატებით პარტიას მარტის ბოლომდე ელოდებიან. გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში მალე ჩინური ვაქცინაც ხელმისაწვდომი იქნება.


close დახურვა