logo
ENG



გამყრელიძის თქმით, სინოვაკის პირველ დოზებზე რეგისტრაცია დღეს დაიწყება

09 ივლ 202115:46
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძის თქმით, სინოვაკის პირველ დოზებზე რეგისტრაცია დღეს დაიწყება
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს სინოვაკის პირველ დოზებზე რეგისტრაცია დაიწყება. 

როგორც ის აღნიშნავს, უახლოეს დღეებში გაიხსნება რეგისტრაცია ასტრაზენეკას ვაქცინაზე, ხოლო ივლისის მეორე ნახევარში შემოვა ფაიზერი.

"დღეს აცრები მიმდინარეობს ძირითადად სინოფარმით და ასევე დღეს გაიხსნება სინოვაკის პირველ დოზებზე და რამდენიმე დღეში დარწმუნებული ვარ, გაიხსნება ასტრაზენეკათი. თვის მეორე ნახევარში შემოვა ფაიზერი, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ადამიანებს ეძლევათ არჩევანი", - ამბობს გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არაა და დოზები საკმარისი რაოდენობითაა.

"ვაქცინის დეფიტიცი ქვეყანაში არ არის. არის საკმაო რაოდენობით ვაქცინა. თითოეულ თქვენგანს შეუძლია ჩაეწეროს booking.moh.gov.ge-ზე ან გამოქვეყნებულია ჩვენს ვებ გვერედზე იმ დაწესებულებათა რაოდენობა, ვინც სინოფარმზე ცრის და მათი სატელეფონო ნომრები, სადაც შეიძლება ადამიანი ტელეფონით ჩაეწეროს, თუ ინტერნეტით ვერ ეწერება. ასევე დაშვებულია, რომ ადამიანები ცოცხალი რიგით მიბრძანდნენ დაწესებულებებში, სადაც მიმდინარეობს აცრები", - აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 9 ივლისის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 113 895 ადამიანი. 

საქართველოში სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინების 1 მილიონი დოზა 2 ივლისს შემოვიდა


close დახურვა