logo
ENG



გახარია შაქარაშვილზე: საკითხი კონტროლზე მაქვს, არაკეთილსინდისიერი პოლიციელები დაისჯებიან

18 ივლ 202014:49
3 წუთის საკითხავი
 
24ivh2cmcaowuez.jpg

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმე პირად კონტროლზე აქვს აყვანილი. 

გახარიას თქმით, საზოგადოება მომხდართან დაკავშირებით გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს. გარდა ამისა, პრემიერის მტკიცებით, ყველა სამართალდამცველი, რომელმაც საქმე არაკეთილსინდისიერად შეასრულა, დაისჯება. 

"მერწმუნეთ და მე ამაში პირადად ვიქნები დაინტერესებული, რომ თუკი იქ რამე არასწორად იყო გაკეთებული, ეს ცალკე გამოძიების საგანია, რომელიც აუცილებლად ჩატარდება და ყველა ადამიანი, რომელმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულა თავის მოვალეობა, იქნება დასჯილი. უნდა დაველოდოთ გამოძიებას. საკითხი კონტროლზე მაქვს", - აღნიშნა გახარიამ. 

9 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.


close დახურვა