მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერს გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
როგორც ცნობილია, 31 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი.