„შემოვიდა ირმა ნადირაშვილი კიდევ ახლდა ვიღაც და სუნი დააყენეს,“ - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა გია ვოლსკიმ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხელში ნივთიერება არ დაუნახავს, თუმცა მისი შემოსვლა და დარბაზში დაემთხვა გაურკვეველი ნივთიერების დაღვრას, რის შემდეგაც კობახიძემ ამ ფაქტზე განცხადება გააკეთა.
„შემოვიდა ირმა ნადირაშვილი კიდევ ახლდა ვიღაც და სუნი დააყენეს. როგორც კი გავიდნენ ჰაერი გაიწმინდა და სუნიც გავიდა. აქცია-პერფორმანსი ჩატარდა იქ. აყვირდნენ ევაკუაცია ხდება პარლამენტის და ა.შ. ტერორისტული აქტი არ ყოფილა, ეს იყო აქცია-პერფორმანსი. მე დავინახე პიროვნება შემოვიდა, მის ხელში ნივთიერება არ დამინახავს, და ამას დაემთხვა სუნის დადგომა. თუ შეუძლოდ გახდა ვინმე ეს უკვე სერიოზული შედეგების მომტანია. არაფერი ისეთი არ ყოფილა, როგორც უნდათ რომ ეს წარმოაჩინონ. ირმა ნადირაშვილის ხელში მე არაფერი არ დამინახავს, უბრალოდ მისი შემოსვლა და სუნის დადგომა დაემთხვა ერთმანეთს,“ - განაცხადა გია ვოლსკმა.
შეგახსენებთ, რო ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციონერმა ლიდერმა პარლამენტში სესიის მიმდინარეობის დროს გაურკვეველი ნივთიერება დაასხა მაგიდაზე, რასაც მძაფრი სუნი ჰქონდა. სესიაზე უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შესვენება გამოცხადდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.