logo
ENG



გიორგი რურუას პროცესი-დღეს სასამართლოში პოლიციელსა და ექსპერტს დაკითხავენ

25 მაი 202008:19
3 წუთის საკითხავი
 

დღეს 10:00 საათზე თბილსის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება. იგეგმება ორი მოწმის დაკითხვა - პოლიციელის, რომელმაც, ოქმის თანახმად ჩატარებული ჩხრეკა აწარმოა, მეორე მოწმე კი ექსპერტი იქნება.

გიორგი რურუას ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ამჯერად აღარ მოითხოვს. ამის შესახებ მთავარი არხის მეწილის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ  „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა. 

„გრძელდება ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება მოწმე პოლიციელი, რომელიც მონაწილეობდა, თითქოსდა გიორგი რურუასადმი ჩატარებულ პირად ჩხრეკაში. სინამდვილეში ასეთუ ჩხრეკა არ ჩატარებულა. სამწუხაროდ, ვართ იმ რეალობაში, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ქართული ოცნების ხელისუფლებამ და უნდა მისცეს სასამართლოს ნებართვა, რათა მან მიიღოს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება და გიორგი რურუას აღკვეთი ღონისძიება უნდა შეეცვალოს“, - განაცხადა შავგულიძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას სასამართლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. მისი გათავისუფლება რვა მარტის შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა - პოლიტპატიმრის გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია საკონსტიტუციო განხილვებში მონაწილეობას არ აპირებს, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები კი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

ევროპარლამენტის საგარეო უთთოერთობების კომიტეტის თავჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციური პარტიების ლიდერების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის, შეწყალებას გამოეხმაურა. როგორც მაკკალისტერმა აღნიშნა, 15 მაისს პოლიტპატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა მისივე თქმით ასევე მნიშვნელოვანია გიორგი რურუას გათავისუფლება.


close დახურვა