"რიონის მცველების" აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ისინი მზად არიან ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, მაგრამა რა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურანავასძთან. ისინი გადაწყვეტილების მიმღებ პირთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მანამდე, მოითხოვენ, გაათავისუფლოს პოლიციამ ნამახვანისკენ მიმავალი გზა და მიეცეთ კარვების გაშლის უფლება.
"ჩვენ ხელისუფლებას მუდმივად ვთხოვდით, რომ თანასწორ გარემოში შემდგარიყო ჩვენი დიალოგი. ამ მიმართულებით, მზად ვართ, გადავდგათ დღესაც ნაბიჯი, მაგრამ აუცილებლად უნდა აიღონ რკინის კედელი, გადავადგილდეთ ნამახვანში, დავდგათ კარვები, შემდეგ მოვიდეს გადაწყვეტილების მიმღები, მაგრამ არა ნათია თურნავა. ჩვენ მის გადადგომას ვითხოვთ. მასთან დიალოგის სივრცე, კონკრეტულად არ არსებობს.
შესაძლებელია, მობრძანდეს ბატონი პრემიერი, ან დაინიშნოს სპეციალური წარმომადგენელი, რომელსაც მიენიჭება ლეგიტიმაცია, რომ იყოს გადაწყვეტილების მიმღები. გაეცნოს საკითხს, პროტესტის საგანს", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
დღეს, 15 აპრილს "რიონის მცველებმა" ქუთაისიდან ისევ გუმათჰესთან გადაინაცვლეს და პროტესტს იქ აგრძელებენ. ადგილზე ისევ პოლიციაა მობილიზებული და გზაზე აღმართულია რკინის კედელი.
რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტებიჰიდროელექტროსადგურის აშენებას სამ თვეზე მეტია, აპროტესტებენ.
ისინი ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
"რიონის მცველების" თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.
ამასთან, რამდენიმე კვირაა, აქტივისტებს ნამოხვანში შესვლა აკრძალული აქვთ. 14 აპრილს პოლიციამ სოფლის შესასვლელთან რკინის ჯებირებიც აღმართა. ასევე, აუკრძალა ჯებირებზე ბრახუნი და პროტესტის ასე გამოხატვა.
იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის, სულხან თამაზაშვილს თქმით, ამას 2 მიზეზი აქვს: სამძებრო სამუშაოები - რამდენიმე დღის წინ რიონში დაკარგულ კაცს ამ დრომდე ეძებენ. და ის, რომ "რიონის მცველები" უპირისპირდებიან ინვესტორის მიერ დასაქმებულ ადგილობრივებს, რომლებმაც "ლუკმაპურის სარჩო ნახეს არა სხვა ქვეყანაში, არამედ საქართველოში".