უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო ევრომაიდანის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას "აბსოლუტურ ტყუილს უწოდებს" და აცხადებს, რომ "მაიდანის დამსახურებაა, რომ თითქმის 10 წლის შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელია".
გონჩარენკომ ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაიდანი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დასაწყისი იყო და მის გარეშე უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული იქნებოდა.
დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგისას განაცხადა, "რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას? მეორე წელსვე ჰქონდა უკრაინას ომი რა დროსაც დაკარგეს ყირიმისა და ლუჰანსკის და დონეცკის დიდი ნაწილი". ობახიძის თქმით, "ამ ყველაფრის გაგრძელებაა" უკრაინაში მიმდინარე ომიც და "მთლიანობაში ქვეყნის ტერიტორიების 20% დაკარგა უკრაინამ".
უკრაინელი დეპუტატის თქმით, საქართველოს ახლა აქვს არჩევანი - ან მთლიანად გათავისუფლდეს ან გახდეს რუსეთის პროვინცია.
„იმის გამო, რომ მაიდანი მოხდა უკრაინა თითქმის 10 წლის შემდეგ დამოუკიდებელი გახლავთ. მთელი უკრაინა იქნებოდა ოკუპირებული რუსეთის მიერ და ჩვენ ბელარუსის მსგავსი ვიქნებოდით. ბელარუსი რა არის - ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს გახლავთ რუსეთის იმპერიის სტილი - ჯერ ართმევენ თავისუფლებას ქვეყანას და შემდეგ მთლიანად ქვეყანას იპყრობენ. ეს ყველაზე საშინელია რაც შეიძლება მოხდეს თუ ბელარუსის სცენარი განხორციელდება საქართველოში. მე იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება საქართველოში და რასაც ბატონი კობახიძე ამბობს აბსოლუტური ტყუილია - მაიდანი იყო დასაწყისი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ომის დასაწყისი, მაიდანის გარეშე ჩვენ დავკარგავდით საწყის პროცესებს. მაიდანი არ იყო მიზეზი... იგივეა საქართველოსთვის, ანუ საქართველო უნდა იყოს ან მთლიანად თავისუფალი ან უნდა გახდეს რუსეთის პროვინცია“ - განაცხადა გონჩარენკომ.