logo
ENG


კობახიძე: რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას? დაკარგეს ტერიტორიები, ახლანდელი ომი ამის გაგრძელებაა
  • 483ნახვები

რაც შეეხება მაიდანს ზოგადად, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას? მეორე წელსვე ჰქონდა უკრაინას ომი რა დროსაც დაკარგეს ყირიმისა და ლუჰანსკის და დონეცკის დიდი ნაწილი. ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რომელიც დღეს არის სამწუხაროდ ამ ქვეყანაში. მთლიანობაში ქვეყნის ტერიტორიების 20% დაკარგა უკრაინამ. ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც უნდათ საქართველოში რადიკალებს, რომელსაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი. რა თქმა უნდა ჩვენ ვიმოქმედებთ არა ამ, რადიკალების დღის წესრიგით, არამედ ვიმოქმედებთ ქართველი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად.

 

განაცხადა ქართული ოცნების თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა