ქვეყანაში შემოღებულ ახალ შეზღუდვების ფონზე ოპოზიციური პარტიებს კითხვები აქვთ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მთავრობამ სახელმწიფოებრივი პოზიცია არ დაიჭირა და კონსტიტუციური ვალდებულებები გავლენიანი სასულიერო პირების მიმართ ვერ შეასრულა.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე „ფორმულასთან“ აცხადებს, ინფექციონისტების რეკომენდაციები გათვალისწინებული არაა და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით არსებული მთავარი პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.
„ხელისუფლება ვერ ასრულებს დაკისრებულ ფუნქციას და ეკლესიის მრევლს ვერ ზღუდავს მასობრივი შეკრებების ნაწილში. შესაბამისად, ცდილობს კანონმორჩილი მოქალაქეების კიდევ უფრო შეზღუდვას და სრულიად გაუაზრებელი შეზღუდვების შემოტანას. მთავარი პრობლემა სადაც გვაქვს და ინფექციონისტები გვეუბნებიან, რომ სწორედ ტაძრებში შეკრებაა ახლა მთავარი საფრთხის მატარებელი, ის კვლავ რჩება გადაუჭრელი“, - აცხადებს კახიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე კი კიდევ უფრო ემტი შეზღუდვის შემოღებას ვარაუდობს.
„იძულებული გახდნენ ავტომანქანებით გადაადგილება შეეზღუდათ. არც ეს იქნება საკმარისი. ფეხით გადაადგილებასაც აკრძალავენ წინასააღდგომოდ. აკრძალავენ იმის გამო, რომ მათ არ დაიჭირეს სახელმწიფოებრივი პოზიცია. არ უნდოდათ მრევლის მცირე ნაწილი და გავლენიანი საეკლესიო ჯგუფები გაენაწყენებინათ“, - აცხადებს გოცირიძე.
ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 370 -მდე გაიზარდა , აქედან 77 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.