logo
ENG



გოცირიძე ოცნების ლობისტების წერილზე:ფულს ძალა არ აქვს, როდესაც სიმართლეს უპირისპირდება

22 ივნ 202012:19
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ ლობისტების  წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილი რუსეთის მეკავშირეა და ეს 170-მა კონგრესმენმა განაცხადა.

გოცირიძის განცხადებით, ფულს ძალა არ აქვს, როდესაც სიმართლეს უპირისპირდება.

„გაუგზავნონ, დაწერონ და იკითხონ. ივანიშვილს აქვს მილიარდჯერ მეტი ფული, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობას". მაშინ წავიდეს და იყიდოს ყველა ევროპარლამენტარი, ყველა კონგრესმენი და ლობისტები და მიიღონ შესაბამისი შედეგი. ვერ ღებულობენ, ფულს არავითარი ძალა არ აქვს, როდესაც უპირისპირდება სიმართლე. სიმართლეა, რომ 170-მა კონგრესმენმა თქვა, რომ ივანიშვილია რუსეთის მოკავშირე, ივანიშვილია ქვეყანაში დესტაბილიზაციის ფაქტორი“, - განაცხადა გოცირიძემ.

ონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა ჯგუფმა მწვავე ანგარიში დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ  ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული. ანგარიშს 13 კონგრესმენი აწერდა ხელს.

ამერიკელი კონგრესმენების მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტს, „ქართული ოცნების“ ლობისტები წერილით ასუხობენ. საქმე ეხება დოკუმენტს, სადაც კონგრესმენები ბიძინა ივანიშვილს პუტინის მოკავშირედ მოიხსენიებენ და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. ლობისტების წერილში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნება“ ივანიშვილის შეფასებასთან დაკავშირებით შეშფოთებულია და ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ. 

მმართველი გუნდის ლობისტები2020 წლის მდგომარეობით "ქართული ოცნება" აშშ-ში ლობისტურ მომსახურებაში 1,2 მილიონ დოლარს ხარჯავს და კონტრაქტი ორ ლობისტურ კომპანიასთან აქვს გაფორმებული. მთავრობის ადმინისტრაციას კი ხელშეკრულება ორ ამერიკულ კომპანიასთან აქვს გაფორებული, რაც ჯამში 900 000 დოლარს შეადგენს. 

DCI Group-ს მმართველ გუნდი ლობისტურ მომსახურებაში, კონტრაქტის თანახმად, თვეში 33 333 დოლარს უხდის, დოკუმენტზე ხელს „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი კობახიძე აწერს.


close დახურვა