logo
ENG



გრიბაუსკაიტე ლუკაშენკოს: დიქტატორო, ბელარუსის მიწაზე მომავალი არ გაქვს

13 აგვ 202015:52
3 წუთის საკითხავი
 
sxm4zrzws4whcji.jpg

ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალიე გრიბაუსკაიტე ბელარუსის პრეზიდენტ, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ გრიბაუსკაიტემ Twitter-ზე დაწერა. მან ლუკაშენკო დიქტატორად მოიხსენია. 

"დიქტატორი სისხლიანი ხელებით - ლუკაშენკო, წადი ახლავე. შენი ბედი შენ თვითონ განსაზღვრე - ბელარუსის მიწაზე მომავალი არ გაქვს", - წერს ყოფილი პრეზიდენტი. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ.  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა. 

 


close დახურვა