logo
ENG



დავით გარეჯი საფრთხეშია - დროება

30 აპრ 202320:41
3 წუთის საკითხავი
 

უძველესი მონასტერი საფრთხეშია. გელათის პარალელურად ხელისუფლებამ ნახევრად უდაბნოში მდებარე სამონასტრო კომპლექსი მკაცრი კლიმატის ამარად მიატოვა. ძეგლს გაზაფხულის და შემოდგომის წვიმები განსაკუთრებით აზიანებს და რადგან ფერდობები ნახევრად უდაბნოშია მოქცეული - შიშველია. ტემპერატურის ცვლილებებისგან კლდეზე ნაპრალები ჩნდება, შემდეგ კი ნალექით ივსება. ქანები გამუდმებით მოძრაობს და ნებისმიერ წამს შეიძლება მოწყდეს. თითქმის არსად კომპლექსის მონიტორინგი, დროებითი საცდელი გამაგრებები და დიაგნოსტიკა აღარ მიმდინარეობს. მათ შორის პრობლემებია იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ქართული მხარე ვეღარ აკონტროლებს. მეცნიერები ფიქრობენ რომ საჭიროა შეიქმნას ტრანსსასაზღვრო დაცული ტერიტორია და დაიწყოს მშვიდ გარემოში და ერთიანი ძალებით მუშაობა ძეგლის შესანარჩუნებლად. მონასტრის გადარჩენისა და აღდგენის ერთიანი მიზანდასახულობის გეგმა ისევ არ არსებობს. 2018 წელს გაცემული ევროპული რეკომენდაციები კი არ სრულდება - დროება ჩავიდა გარეჯში, რომ ენახა რა მდგომარეობაშია ჩვენი კიდევ ერთი სიწმინდე.


close დახურვა