logo
ENG



დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია - ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

26 ნოე 201910:08
3 წუთის საკითხავი
 
z0vb8vxxp5vlmf4.jpg

აქციის შედეგად სულ 4 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული, - ამის შესახებ ინფორმაცია "ფორმულას" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, 1 მოქალაქე ნიუ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს, 1 ამტელ ჰოსპიტალსში და 2 - ინგოროყვაში. "1 სამოქალაქო პირი უკვე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან და ამ დროისთვის, კლინიკებში 3 პაციენტი რჩება. ამტელ ჰოსპიტალსში გადაყვანილ პაციენტთან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ფიქსირდება, რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების მიერ მიმდინარეობს ზოგადი დაკვირვება. ამჟამად, პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი კვლევები", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

 


close დახურვა