logo
ENG



დაწესებული აკრძალვების გამო, სასაფლაოებზე მოქალაქეები არ გადიან

20 აპრ 202012:41
3 წუთის საკითხავი
 

დღეს აღდგომის მეორე დღეა. საქართველოში ტრადიციულად მოსახლეობა ამ დღეს  სასაფლაოებზე გადის, თუმცა წელს ეს აკრძალულია. უკვე მეოთხე დღეა ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოები დაკეტილია.

აკრძალვის გამო, თბილისის სასაფლაოებზე დღეს მოქალაქეები არ მისულან. მათი ნაწილისთვის დაწესებული შეზღუდვები მისაღებია, ხოლო ნაწილი მიიჩნევს, რომ სასაფლაოების დაკეტვის საჭიროება არ იდგა.

სასაფლაოებთან მოქალაქეების გადაადგილება არ შეინიშნებოდა რეგიონებშიც, სადაც პოლიციასთან ერთად, სამხედროებიც პატრულირებენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ დაწესებულ შეზღუდვებს იცავენ, რადგან ეს ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელია. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც. 

 


close დახურვა