logo
ENG



დეგნანი - შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, მანამდე გაბედული გადაწყვეტილება მიიღო

31 ივლ 202019:50
3 წუთის საკითხავი
 
168j6dzz1qit8dw.jpg

"შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა. ვფიქრობ, მან ძალზედ გაბედული გადაწყვეტილება მიიღო სხვა ორ შემთხვევასთან დაკავშირებით, რაც პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზაციის ინტერესში იყო. საბოლოოდ, ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნება," - ეს განცხადება ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა გიორგი რურუას შეწყალების საკითხის შესახებ სალომე ზურაბიშვილის კომენტარამდე რამდენიმე წუთით ადრე გააკეთა, სადაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ  „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას შეწყალებაზე უარს ამბობს.

დეგნანის თქმით, 8 მარტის შეთანხმება მოიცავდა მნიშვნელოვან დაპირებას, რომ თავიდან იქნეს აცილებული პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულების პროცესში. 

„8 მარტის შეთანხმება შეიცავდა მნიშვნელოვან პირობას, რომ თავიდან იქნებოდა არიდებული პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულების პროცესში. ამ პირობას არ აქვს ვადა. ეს იყო პირობა, რომელიც მხარეებმა დადეს და ეხება წარსულს, აწმყოს და მომავალს. რა თქმა უნდა პრეზიდენტის უფლებაა, რომ შეიწყალოს. ვფიქრობ, მან მიიღო ძალიან გაბედული გადაწყვეტილება სხვა ორ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზაციისთვის და საბოლოოდ ეს იქნება პრეზიდენტის გადაწყვეტილება. 8 მარტის შეთანხმება მოიცავდა მნიშვნელოვან დაპირებას, რომ თავიდან იქნეს აცილებული პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულების პროცესში. ამ პირობას არ აქვს ვადები და ის გულისხმობს წარსულს, აწმყოსა და მომავალს“, - განაცხადა დეგნანმა.

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა თქვა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს. 

ზურაბიშვილს რურუას შეწყალებისკენ მოუწოდა ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამაც.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ საქართველოში სასამართლოს პოლიტიზირება გრძელდება და დაინტერესდა, დაიცავს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი 8 მარტის შეთანხმებას.


close დახურვა