logo
ENG



დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილს სრული უფლება აქვს, მშვიდობიანად დაბრუნდეს

28 სექ 202114:07
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილს სრული უფლება აქვს, მშვიდობიანად დაბრუნდეს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქუთაისის მერობის კანდიდატი და პარლამენტის დეპუტატი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს სრული უფლება აქვს, საქართველოში მშვიდობიანად ჩამოვიდეს.

"მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც ამ ქვეყნის ისტორიაში აქვს ძალიან დიდი წვლილი, აქვს სრული უფლება მშვიდობიანად მშობელთან ერთად, დედასთან ერთად დაბრუნდეს საქართველოში. ის პოლიტიკური საქმეები, რომელიც შეთითხნილია ქართული ოცნების მიერ, პოლიტიკურად დაკვეთილია რუსეთის ფედერაციის მიერ. რა თქმა უნდა, ვერ იქნება განმსაზღვრელი სააკაშვილის სტატუსის საქართველოში", - ამბობს დეკანოიძე.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში  2 ოქტომბერს, საღამოს ჩამოვა - მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო 27 სექტემბერს ფეისბუკზე გამოაქვეყნა. ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა სააკაშვილი დაბრუნებაზე საუბრობს, თუმცა პირველია, როცა ჩამოსვლის თარიღი დააანონსა. 

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში კანონის შესაბამისად მოიქცევიან. 


close დახურვა