ხალხს რად უნდა მობილიზება, ხალხი ისედაც გამწარებულია მიხეილ სააკაშვილზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა თვითონ ძალიან კარგად იცის საქართველოში ადამიანების განწყობა, ამ ადამიანების განწყობის წინააღმდეგ იგი არ წავა და რა თქმა უნდა, არ ჩამოვა.
ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა დავით კაჭარავამ ჟურნალისტის კითხვას, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლისას თუ მოახდენენ ხალხის მობილიზებას. სააკაშვილმა გუშინ, 27 სექტემბერს თქვა, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს ჩამოვა.