logo
ENG


ღარიბაშვილი სააკაშვილზე: რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო?
  • 592ნახვები

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? საერთოდ, მინდა მოსახლეობას ავუხსნა, რომ ეს კაცი [მიხეილ სააკაშვილი] რვა წელია იმუქრება, რომ ჩამოვა, ჩამოვა და არ ჩამოდის. ვერ ჩამოდის იმიტომ, რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ შევა ციხეში.

სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა. ერთადერთი მისი სურვილი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისთვის და მისი მკვლელი, მჩაგვრელი გუნდისთვის. 

დღეს სახელმწიფო ძლიერია და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ ეს არის 2003 წელი. 

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა