logo
ENG



დენისოვას თქმით, 31 მაისს რადა მისთვის უნდობლობის გამოცხადებას გეგმავს

31 მაი 202201:43
3 წუთის საკითხავი
 
დენისოვას თქმით, 31 მაისს რადა მისთვის უნდობლობის გამოცხადებას გეგმავს

რადას დეპუტატები აპირებენ, უკრაინის ომბუდსმენს ლუდმილა დენისოვას 31 მაისს უნდობლობა გამოუცხადონ. ინფორმაციას ამის შესახებ თავად დენისოვა ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტ ზელენსკითან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

"ახლა გავიგე, რომ პრეზიდენტის ბრძანებით, ხვალ გეგმავენ უნდობლობა გამომიცხადონ, როგორც უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს"- ამბობს დენისოვა.

როგორც უკრაინსკაია პრავდა წერს, დენისოვას გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია პარტია ხალხის მსახურში ორმა წყარომ დაუდასტურა.

 


close დახურვა