logo
ENG



დღეიდან კორონავირუსის დადგენა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი

04 თებ 202014:26
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეიდან კორონავირუსის დადგენა უკვე საქართველოშიც იქნება შესაძლებელი.

„ჩვენი პარტნიორების, კერძოდ, გერმანიის ბუნდესვერის მიკრობიოლოგიური ინსტიტუტიდან ჩამოვიდა დამატებითი რეაგენტები, რაც ჩვენ გვაკლდა, რათა ბოლომდე დაგვესვა ამ დაავადების ლაბორატორიული დიაგნოზი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, 3 235-ით მოიმატა კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულმა შემთხვევებმა. ერთიანად ეპიდაფეთქების შემდეგ ეს არის 20 438 შემთხვევა. შესაძლო შემთხვევათა რიცხვი, რომელზეც კვლევები მიმდინარეობს, არის დაახლოებით 23 000 ადამიანი. სამწუხაროდ, არის 425 გარდაცვალება. პროგრესია სწრაფად გამოჯანმრთელებულ ადამიანთა შორის - 632 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გაეწერა საავადმყოფოდან. 

საქართველოში კი, ამ დროის მონაცემებით, 4 ადამიანს აკვირდებიან ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. 


close დახურვა