logo
ENG



დღეიდან მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ისევ დაიკეტა

03 იან 202113:43
3 წუთის საკითხავი
 

დროებითი შემსუბუქების შემდეგ, დღეიდან საახალწლოდ გახსნილი მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ისევ იკეტება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 2-კვირიანი უქმეები გამოცხადდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალაში შევა ყველა ის შეზღუდვა, რაც 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე მოქმედებდა, დაიხურება კერძო და საჯარო ორგანიზაციები, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა. უქმე დღეები 15 იანვრამდე გაგრძელდება. 

მთავრობის გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.

მაგალითად: ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში; ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული; ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით. 


close დახურვა