logo
ENG



დღეს, პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

20 ივნ 202311:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/20/ptyk05rtmsxkgpv.jpg

დღეს, პარლამენტის შენობის უკან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

აქტივისტის მამის, ბექა გრიგორიადისის თქმით, აქცია- არა რუსულ მთავრობას, 2 კვირის წინ პარლამენტის შენობის წინ დაიგეგმა, თუმცა მას შემდეგ რაც 19 ივნისს ტერიტორია გაფიცულმა მაღაროელებმა დაიკავეს, მან აქციის ადგილის შეცვლა გადაწყვიტა.

ბექა გრიგორიადისის თქმით, გააპროტესტებენ მოსახლეობის დაშინებას, თავისუფალი სიტყვის ჩახშობას, ქვეყნის რუსიფიკაციას და ოცნების სხვა, ანტიეროვნულ ნაბიჯებს.

* * *

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.

ადვოკატმა ლიკა ბითაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში ლაზარე გრიგორიადისის მონახულების შემდეგ თქვა, რომ დაკავებისას აქტივისტის უფლებები დაირღვა. ბითაძის თქმით, გრიგორიადისს თავდაპირველად არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის საშუალება და თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს. 


close დახურვა