logo
ENG



ევროპელი პოლიტიკოსები: საქართველოს ხელისუფლება აქციებს სერიოზულად უნდა მიუდგეს

21 ნოე 201912:22
3 წუთის საკითხავი
 
5ysq9uxqze5cens.jpg

ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებენ და აცხადებენ, რომ "ხელისუფლებამ მხედველობაში უნდა მიიღოს ხალხის მოთხოვნა და საპროტესტო აქციებს სერიოზულად უნდა მიუდგეს". 

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას რეინსალუ "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია მოიძებნოს პოლიტიკური გამოსავალი. "ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში ხალხს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი და საკუთარი პოზიცია დაიცვას. მნიშნველოვანია მოიძებნოს პოლიტიკური გამოსავალი და ძალადობა იქნას ტავიდან აცილებული“, - განაცხადა რეინსალუმ. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იაცეკ ჩაპუტოვიჩის განცხადებით, პოლონეთი საქართველოს პროევროპულ განვითარებას მხარს უჭერს და იმედოვნებს, რომ საქართველო ამ გზას არ გადაუხვევს. 

 

"ხელისუფლებამ მხედველობაში უნდა მიიღოს ხალხის მოთხოვნა და სერიოზულად მიუდგეს საპროტესტო აქციებსაც. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს პროევროპულ გზას. პოლონეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია და უამრავი კარგი პროგრამა გვაქვს საქართველოსთვის. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დარჩება ევროკავშირში წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნა ჩაპუტოვიჩმა. 

ჩეხეთის პირველი დიპლომატი ტომაშ პეტრჟიჩეკი აღნშნავს, რომ შვიდონიანი დემონსტრაციის ჩატარება დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. 

"ნებისმიერ დემოკრატიაში პატივი უნდა სცე ხალხის უფლებას გამოხატოს თავის აზრი. მშვიდონიანი დემონსტრაციის ჩატარება დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. პრაღაშიც ჩატარდა მასშტაბური საპროტესტო აქცია. როდესაც ხალხი ცვლილებებს მოითხოვს, პასუხი უნდა იყოს პოლიტიკური დიალოგი. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ დისკუსიით შეიძლება ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილება", - განაცხადა ევროპელმა პოლიტიკოსმა.
 

 

 

 

 

 


close დახურვა