logo
ENG



ევროპული საქართველო ბოლნისში ოქრიაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს

04 სექ 202012:50
3 წუთის საკითხავი
clock 849
w6heodzetvtqe24.png

ევროპული საქართველო ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ოლქში კახა ოქრიაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ "ფორმულას" პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსმა სერგი კაპანაძემ განუცხადა. 

"კახა ოქრიაშვილი, მისი პოზიციებიდან გამომდინარე, მათ შორის, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი კანდიდატი არ იქნება. ის ჩვენი გუნდის წევრი არ არის. 

ეს მიდგომა, მე ვიტყოდი, საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ წასვლა, ასეთი ძალების გაერთიანება, რომლებსაც მომავლის ხედვა არ აქვთ და წინ ვერ იყურებიან, არის პრინციპულად მიუღებელი. ეს არ არის ისეთი ტიპის შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყანაში მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს", - ამბობს კაპანაძე. 

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი და მისი პარტია "პროგრესი და თავისუფლება", რომელიც მან ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთან ერთად დააარსა, საარჩევნო ბლოკ "ძალა ერთობაშიას" დღეს შეუერთდნენ. 

"ჩვენ ვიქნებით ამის გარანტი, რომ დავამარცხოთ სიდუხჭირე და მყისიერად შევქმნათ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი", - განაცხადა ოქრიაშვილმა მემურანდუმზე ხელის მოწერისას

ოქრიაშვილი 4-გზის მაჟორიტარი დეპუტატია, 2-ჯერ ნაციონალური მოძრაობიდან, 2-ჯერ კი ქართული ოცნებიდან. იგი 2020 წლის საპარლამენტო არჩებნებზე ქართულ ოცნებას მაჟორიტარ კანდიდატად აღარ დაუსახელებია.

მიზეზად ქართული ოცნების ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ოქრიაშვილი "გუნდს დაშორდა". 

ოქრიაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოწინააღმდეგეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი დეპუტატი იყო მმართველი პარტიის რიგებიდან. 


close დახურვა