ინფექციური საავდამყოფოს სამედიცინო დირქტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 5 საკარანტინო სივრციდან არის გადმოყვანილი, ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელსაც შეხება ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან, ხოლო 5-ის წყარო დაუდგენელია.
„14 ახალი შემთხვევიდან 2 გახლავთ სამედიცინო პერსნალი, 5 გახლავთ საკარანტინო სივრციდან, ეს არის იმპორტირებული შემთხვევა, ერთი გახლავთ სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან და 5 არის დაუდგენელი წყაროსი, რომელზეც გრძელდება ეპიდემიოლოგიური ჩაღრმავებული კვლევები. 5-ვე პიროვნება არის განსხვავებულისივრციდან და მათი წყარო სხვადასხვაა, თუ შემთხვევით მივიდნენ იქამდე, რომ რამდენიმეს წყარო საერთოა ძალიან კარგია, მაგრამ შეიძლება რომ არ იყოს ასეთი სიტუაცია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, ამ მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 851 შემთხვევა ფიქსირდება. საქართველოში ვირუსისგან 702 პაციენტი განიკურნა, 13 კი გარდაიცვალა.