logo
ENG



ეზუგბაია: გუშინ 1 პაციენტი მოიყვანეს, რომლის წყარო არ არის დადგენილი

24 აპრ 202010:33
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კლინიკაში შეყვანილი ერთი ახალი პაციენტის წყარო დადგენილი არაა.

ეზუგბაიას თქმით, ამჟამად ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული 42 პაციენტია და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„1-ლი თებერვლიდან ვემსახურებით შესაძლო შემთხვევებს. აქედან მოყოლებული დაახლოებით რვაასმა პაციენტმა გაიარა ჩვენთან შემოწმება, როგორც შესაძლო კოვიდინფიცირებულმა. მათ შორის 101 შემთხვევა დადაასტურდა. გამოჯანმრთელებული გყვავს 56. ამ ეტაპზე, 42 პაციენტი მკურნალობს და მატი ჯანმრტელობის მდგომარეობა უცვლელია. 

ქვეყნის მასშტაბით გუშინ იყო 420 შემთხვევა, ხოლო დღეს დილით არის 431 შემთხვევა ანუ ახალი 11 ინფიცირებული დაემატა. გამოჯანმრთელებულთა ციფრმაც მოოიმატა და გახდა 114. ახალ დადასტურებულ შემთხვევებში 3 ჩვენს ცენტრშია. გუშინ ჩვენთან ჩატარდა განმეორებითი ტესტი ჩატარდა, სამთან უარყოფითი დადასტურდა და ისინი გაეწერნენ. დანარჩენებთან კონცენტრაციამ დაიწია. 

პაციენტები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, მათი მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არც ერთ მათგანთან არ შეინიშნება. კრიტიკული პაციენტები, რომლებიც მდგომარეობიდან გამოვიყვანეთ, მათთან მდგომარეობა სტაბილურია. 5 კრიტიკული პაციენტი გყვავდა. გუშინ 1 პაციენტი მოთავსდა ჩვენთან, რომლის წყარო არ არის დადგენილი. 

გაწერიდან 2 კვირის განმავლობაში ყველას სჭირდება თვითიზოლაცია. ამის მონიტორინგი ხორციელდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ. 

საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 431-ს შეადგენს. აქედან 114 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.

საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული.

მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა