პრინცი ჩარლზის შემდეგ, ენამუელ მაკრონის ლონდონში ბორის ჯონსონმა უმასპინძლა. ლიდერები მეორე მსოფლიო ომის დროს გენერალ დე გოლის წინააღმდეგობის შესახებ მიმართვის მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრნენ.
თარიღთან დაკავშირებით ბრიტანეთის დედაქალაქს ორი ქვეყნის თვითმფრინავებმა გადაუფრინეს. ცერემონიას ლიდერები სოციალური დისტანციის დაცვით აკვირდებოდნენ, შემდეგ კი შთაბეჭდილებები ჟესტებით გაცვალეს. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ეს საფრანგეთის ფარგლებს გარეთ ემანუელ მაკრონის პირველი ვიზიტი იყო.