logo
ENG



ენდელაძე: 25 კრიტიკულად მძიმე პაციენტიდან 23 მართვით სუნთქვაზეა

29 სექ 202011:07
3 წუთის საკითხავი
 
nsk31dzutppmok3.png

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 3 542 აქტიური შემთხვევაა. მათგან 25 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 23 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც ენდელაძემ აღნიშნა, მართვით სუნთქვაზე მყოფი 23 პაციენტიდან 7 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი.

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევების განაწილებას, ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან 225 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა, 35 - თბილისში, 22- იმერეთში, 18 სამეგრელო-ზემოსვანეთში, 9 შიდა-ქართლში, 3 - სამცხე-ჯავახეთში, 1 - გურიაში, 1 - ქვემო ქართლში.

დღეს, 29 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 270 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 1.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 8 664 PCR ტესტი ჩატარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 5866 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 2 324 გამოჯანმრთელდა, ხოლო 33 გარდაიცვალა.


close დახურვა