logo
ENG



ენდელაძე: ინფექციურში 4 ახალი ინფიცირებული დაგვემატა მათ მარნეულთან კავშირი არ ჰქონიათ

23 მარ 202019:06
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს  ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 7 ახალი შემთხვევიდან 4 თბილისის ინფექციურ განყოფილებაში 4 პაციენტი იმყოფება, ენდელაძის განცხადებით, 4-ვე ინფიცირებული ახალ კლასტერს წარმოადგენს და მათ არანაირი შეხება არ აქვთ მარნეულთან.

ენდელაძემ ასევე განაცხადა, რომ ორ პაციენტზე პირველადი კვლევით კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.

„მარნეულთან არანაირი კავშირი მათ არ აქვთ, ამერიკის შემთხვევაა. ახალი კლასტერია, საშუალო ასაკის არიან. დაგეგმილია განმეორებითი ტესტი, დღეს გაგზავნილი გვაქვს სამი ტესტი, ველოდებით პასუხებს, ასევე ორზე პირველადი კვლევით დღეს მივიღეთ უარყოფითი, კიდევ ორის პასუხსაც ხვალ გამოგვიგზავნიან. შესაძლოა ზეგისთვის 5 ახალი გამოჯანმრთელებული პაციენტი დაგვემატოს“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, ამ მონაცემებით ქვეყანაში კოვიდ 19-ის 61 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 8 უკვე გამოჯანმრთელებულია და გაწერილია კლინიკიდან.

ვირუსის მაშტაბის ზრდასთან ერთად, 2020 წლის 21 მარტს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში 1 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

გარდა ამისა, მარნეულისა და ბოლნისის რაიონები მკაცრ კარანტინის რეჟიმზე გადავიდა, მიზეზი კი ერთ-ერთი ადგილობრივის კორონავირუსით  დაინფიცირება გახდა, რომელსაც კონტაქტი ათეულობით ადამიანთან ჰქონდა.

შეგახსენებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.


close დახურვა