logo
ENG



ექიმები ვართ ერთი გუნდი და ამას ხვალ ყველას დავუმტკიცებთ - რატიანი

24 აპრ 202012:01
3 წუთის საკითხავი
 

"ერთი რამ მინდა ყველამ გაიგოს - ჩვენ ექიმები ვართ ერთი გუნდი და ამას ხვალ ყველას დავუმტკიცებთ",-ეს განცხადება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 

რატიანმა ჟურნალისტებთან ინიფიცირებულების მდგომარეობაზე ისაუბრა, რის შემდეგაც აღნიშნა, რომ ექიმები ერთი გუნდია, თუმცა ვისთვის აპირებს ამის და რატომ გააკეთა მან ეს განცხადება, რატიანს განმარტებები არ გაუკეთებია. დღევანდელ ბრიფინგზე მან ჟურნალისტების არც ერთ შეკითხვას არ უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში უკვე 431-მდე გაიზარდა.

საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული.

მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა