logo
ENG



ვანში მედიკოსები ინფიცირებულის კონტაქტებს სწავლობენ

08 აპრ 202017:21
3 წუთის საკითხავი
 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტის გასასვლელებში სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა და მოქალაქეებს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ - მიზეზი კორონავირუსის პრევენციაა, რადგან ქვეყანაში ბოლოს დადასტურებული შემთხვევებიდან ერთ-ერთი  სწორედ  ვანს უკავშირდება. 

როგორც მოსახლეობა აცხადებს, ადამიანები შეშინებულები არიან.

„სამხედროები გვიცავენ და ძალიან კარგია, ოღონდ ეს ვირუსი ასცდეს ჩვენს მოსახლეობას“, - განუცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა „ფორმულას“.

კიდევ ერთი ვანის მცხოვრების თქმით, ხალხი შიშის ქვეშაა. 

„გავრცელდა პირველი შემთხვევააო. შიშის ქვეშაა ხალხი, გაოგნებულები არიან.  ასეთი რამ აქ არავის უნახავს“, - განაცხადა მოქალაქემ.

ეპიდეომიოლოგების თქმით, ინფიცირებულს დაახლოებით 10 კონტაქტი დაუდგინდა. მათ ინფიცირებულის სოფელში თერმოსკრინინგი ჩაატარეს და ტემპერატურა არავის დაუფიქსირდა.

„მოხუცი ქალია თბილისიდან ჩამოვიდა. იწვა და მკურნალობდა. ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებასთან და 1-2 მეზობელთან ჰქონდა შეხება. ჩვენი მიზანია ესენი ჩავინიშნოთ“, - განაცხადა მედიკოსმა

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 208 პირს დაუდასტურდა. აქედან, 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 3 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 674 პირი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 362 პაციენტი. 

კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტები. 

ჯანმომ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა.

 


close დახურვა