ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს უცხოელი პარტნიორები ტვიტერზე ეხმიანებიან და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ.
განცხადება ტვიტერის გვერდზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა, მიშელ ზიბერტმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ გამოაქვეყნეს და განაჩენს უკანონო უწოდეს.
უცხოელი პარტნიორები ცხინვალში დაკავებული ქართველი ექიმის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და მის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.