logo
ENG



ვაშაძე: პროცესი მართავს ხელისუფლებას და არა ხელისუფლება პროცესს

17 აპრ 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ფორმულასთან“ საუბარში ხელისუფლების მიერ დაწესებულ რეგულაციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს მათ არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს.

ვაშაძის თქმით, ხელისუფლებას მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესი აქვს.

„პირველი, რომ პროცესი მართავს ხელისუფლებას და არა ხელისუფლება პროცესს. მეორე, რომ სწორედ ამიტომ, თითოეული საქართველოს მოქალაქე ვართ სპონტანური გადაწყვეტილების მსხვერპლი. მესამე, ხელისუფლებამ პილატე პონტოელის მსგავსად, პასუხისმგებლობა ხალხს გადააკისრა სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით. მეოთხე, ცდილობს ხელისუფლება პოლიტიკური სარგებელი მიიღოს და აჩვენებს თითქოს რამეს აკეთებს.

"აბსოლუტურად გაუაზრებელი ქმედების მსხვერპლია საქართველო. არაპროფესიონალიზმი და უცოდინრობა და მხოლოდამხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნების მძაფრი ინტერესი. მეტი არაფერი ამოძრავებთ ამ ადამიანებს“, - აცხადებს ვაშაძე. 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.

მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ.ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 370 -მდე გაიზარდა , აქედან 77 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.
ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.გარდა ამისა, 21 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი მანქანებით გადაადგილება. 10 დღით დაიკეტა სასაფლაოებიც.

close დახურვა