logo
ENG



ზელენსკი: მსოფლიო ლიდერებისთვის ჩემი რეკომენდაციაა, ჩადით ისრაელში, მხარი დაუჭირეთ ხალხს

11 ოქტ 202320:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/11/guue2yejtw3evif.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს ურჩევს, ისრაელის მოსახლეობის მიმართ მხარდაჭერა ქვეყანაში ჩასვლით გამოხატონ - ის უკრაინაში ომის დაწყების პირველ დღეებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ასეთ დროს მარტო არ იყო.

"მახსენდება უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღეები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს არ იყო მარტო, ასე რომ, ჩემი რეკომენდაცია, თუ შეიძლება ეს სიტყვები გამოვიყენო, მსოფლიო ლიდერებისთვის არის ის, რომ ჩადით ისრაელში და მხარი დაუჭირეთ ხალხს. მე არ ვსაუბრობ რომელიმე ინსტიტუტზე, არამედ მხარი დაუჭირეთ ხალს, რომელიც ტერორისტული თავდასხმების ქვეშაა", - განაცხადა მან.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

სარაკეტო იერიშის პარალელურად ჰამასის მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ. მათ ღაზის სექტორთან, სასაზღვრო ღობე რამდენიმე ადგილას დააზიანეს დაა ისრაელის ტერიტორიაზე სახმელეთო, საჰაერო და სასაზღვრო გზებით მოხვდნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ ჰამასელი ტერორისტები დასახლებებში ხალხს ესროდნენ, აჰყავდათ მძევლები და ღაზაში მიჰყავდათ. სოციალურ ქსელებში ქუჩაში ბრძოლებისა და მოსახლეობასთან სასტიკი მოპყრობის არაერთი კადრი გავრცელდა. 

ტერორისტული დაჯგუფება მძევლების მოკვლით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშს გაუფრთხილებლად მიიტანს. ამასთან, დაჯგუფების მაღალჩინოსანმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჰამასმა "თავის მიზნებს მიაღწია" და "ისრაელთან შესაძლო ზავის განხილვისთვის ღიაა". 

ბოლო მონაცემებით, ჰამასმა 100-150 ადამიანი გაიტაცა.


close დახურვა